საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა 

15:15, 07.08.2024
საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს.
„6 აგვისტოს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი