საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა
საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა

თბილისს 4 მარტს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივიერ რუსსო ეწვევა, რომელიც ამ თანამდებობა 2011 წლიდან იკავებს.

რუსსო ასევე აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს ოლივერ რუსსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში, „ბი-პი-ენ პარიბას“ (BNP Paribas) წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი), იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლონდონში. ოლივერ რუსსო ასევე არის ევროპის საპენსიო ფონდების საინვესტიციო მრჩეველთა კომიტეტის წევრი.

ვიზიტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების და საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ხორციელდება.