საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ამხანაგურ მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში აჩვენებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტასთან და ლუქსემბურგთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
ავსტრიაში, ბად ჰარინგში მიმდინარე შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა გამოძახებული
ფეხბურთელი შეუერთდა.
1-ელ ივნისს, საქართველოსა და მალტის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ავსტრიის ქალაქ შვაცში, SILBERSTADT ARENA-ზე დაუპირისპირდებიან, რომელიც სამი ათას მაყურებელს იტევს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალური მატჩი არ არის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ნაკრების მიმართ მაყურებლის ინტერესი გაითვალისწინა და პირდაპირი ტელერეპორტაჟი დაგეგმა.
SILBERSTADT ARENA-დან საქართველო-მალტის ტელერეპორტაჟს პირველი არხი 21:00 საათზე დაიწყებს.