საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.
„ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280; სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26; იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.