საქართველოს საავიაციო ბაზარს ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია უბრუნდება
3 ივნისიდან ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე შემდეგი განრიგით შესრულდება:
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითი, 3 ივნისიდან ყოველ ხუთშაბათს, 12 ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ხუთშაბათს და შაბათს.
ამასთან, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე), ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. Jazeera Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაიწყო.