„საქართველოს რკინიგზა“ - მატარებლის ბილეთების გაცემის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც პრაქტიკულად გამოსწორებულია
მატარებლის ბილეთების გაცემის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც პრაქტიკულად, გამოსწორებულია, – ამის შესახებ პირველ არხს „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, ბილეთების გაყიდვა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა ინტერნეტით.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მგზავრებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ matarebeli.ge-ზე, railway.ge-სა და tiket.ge-ზე, ამასთან, შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ მობილური აპლიკაციის გადმოწერა, სადაც ასევე შეეძლებათ ბილეთების შეძენა.
თბილისში, ვაგზლის მოედანზე, რკინიგზის სადგურში მატარებლის ბილეთები შეფერხებით გაიცემოდა. როგორც მგზავრები აცხადებდნენ, ბილეთებს დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით გასცემდნენ. მათივე ცნობით, პროგრამული ხარვეზის გამო, მხოლოდ ერთი სალარო მუშაობდა.