თბილისში, რკინიგზის სადგურში მატარებლის ბილეთები შეფერხებით გაიცემა
თბილისში, რკინიგზის სადგურში მატარებლის ბილეთები შეფერხებით გაიცემა

თბილისში, ვაგზლის მოედანზე, რკინიგზის სადგურში მატარებლის ბილეთები შეფერხებით გაიცემა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მიზეზი პროგრამული ხარვეზია, რის გამოც მხოლოდ ერთი სალარო მუშაობს. როგორც მგზავრები აცხადებენ, ბილეთებს დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით გასცემენ.

როდის აღმოიფხვრება პროგრამული ხარვეზი, ჯერ უცნობია.

1Tv.ge ინფორმაციის დასაზუსტებლად „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.