საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, რომლებიც პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით შესრულდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 06:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან დედაქალაქის მიმართულებით რეისი 14:30 საათზე შესრულდება.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge; ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.