საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.