საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

10:50, 25.03.2022

საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი