საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, რეისი გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ემატება.
ამასთან, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.