საქართველოს რადიო უერთდება მსოფლიო სოლიდარობის აქციას და მოუწოდებს ყველა რადიოსადგურს, 20 მარტს, 11:45 საათზე ეთერში You’ll Never Walk Alone  გაუშვას
საქართველოს რადიო უერთდება მსოფლიო სოლიდარობის აქციას და მოუწოდებს ყველა რადიოსადგურს, 20 მარტს, 11:45 საათზე ეთერში You’ll Never Walk Alone გაუშვას

შენ მარტო არ ხარ – საქართველოს რადიო მოუწოდებს ყველა ქართულ რადიოსადგურს, Covid-19-თან დაკავშირებით, ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს (3FM) ინიციატივას შეუერთდეს და მსოფლიო სოლიდარობის, გამხნევების აქციის ფარგლებში, 20 მარტს, 11:45 საათზე ეთერში გააჟღერონ Gerry and the Pacemakers -ის სიმღერა You’ll Never Walk Alone.

20 მარტს ნიდერლანდებში ყველა საზოგადოებრივი თუ კომერციული რადიო ერთი იდეის ქვეშ ერთიანდება. ამ ინიციატივას ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრი რადიოებიც უერთდებიან და მთელი ევროპის რადიოსადგურებში ევროპის დროით ზუსტად 08:45 საათზე ეს სიმღერა აჟღერდება.

სიმღერის გაშვების შემდეგ ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს ინიციატივით, შეიქმნება ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ უსმენენ სიმღერას და მღერიან მსმენელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

თუ გსურს ვიდეორგოლში იხილო საკუთარი თავი, გადაიღე ვიდეო სიმღერის მოსმენისას და გამოგვიგზავნე 20 მარტის 12:15 საათამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]

ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივას შეუერთდნენ:

ნიდერლანდები

NPO Radio 1

NPO Radio 2

NPO 3FM

NPO Radio 4

NPO Radio 5

100% NL

Radio 10

Veronica

Omroep Zeeland

WOS Radio

Omroep Weert

Oog Radio

ლუქსემბურგი

Radio 100,7

გერმანია

WDR 2

WDR 4

1Live

SWR3

RBB

საქართველო

Georgian Radio

Georgian Radio Music

ესპანეთი

RADIO NACIONAL DE ESPAÑA (RNE)

ავსტრია

ORF Austria

OE3

ბელგია

Stubru

Radio 1

Radio 2

Joe

Willy

Q music

Klara

Nostalgie

NRJ

MNM

გაერთიანებული სამეფო

BBC Radio 1

BBC Radio 2

ესტონეთი

Raadio 2

ბულგარეთი

Bulgarian National Radio

ფინეთი

Yle Vega

Yle X3M

ლატვია

Latvijas Radio 1

Latvijas Radio 2

Latvijas Radio 3 – Classics

Latvijas Radio 4

Latvijas Radio 5 – pieci.lv

სლოვაკეთი

Several RTVS ´ Slovak radio channels

რუმინეთი

Radio Romania

Several channels