საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელები - კვიპროსთან მოგების შანსი გვაქვს #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელები - კვიპროსთან მოგების შანსი გვაქვს #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩებზე –  ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი კუნძულელებს 31 მაისს [- სტუმრად, ხოლო 4 ივნისს თბილისში ეთამაშება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

კვიპროსში გამგზავრებამდე გუნდმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშა, რომლის შემდეგაც ნაკრების ფეხბურთელებმა, სალომე გასვიანმა და ნინო ჩხარტიშვილმა მომავალ მატჩებზე კომენტარი გააკეთეს:

სალომე გასვიანი – „მოსამზადებელმა შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები შევისწავლეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ორივე მატჩის დადებითი შედეგით დასრულებაა“.

ნინო ჩხარტიშვილი – „კვიპროსის ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გვაქვს, რთული შეხვედრები იქნება. დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები ვართ და შანსი გვაქვს, ეს თამაშები გამარჯვებით დავასრულოთ. კარგი შეკრება იყო, მოტივირებულები ვართ და ვეცდებით, მომავალ მატჩებში წარმატებას მივაღწიოთ“.