საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში.
ესტონეთში ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და პლეი ოფში მოუწია ბრძოლა ავსტრიის ნაკრებთან პირველ ჯგუფში დასარჩენად.
საქართველოს ნაკრებმა შეძლო დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება. ამისთვის სამი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო და სამივეში სამი სეტის გათამაშდა.
ჯერ სოფია შაფათავამ ჯულია გრაბჰერი დაამარცხა – 6:3, 4:6, 6:4. ამის შემდეგ, ეკატერინე გორგოძე დამარცხდა ბარბარა ჰაასთან – 6:7(5), 6:2, 3:6. ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა წყვილების მატჩს, რომელიც ოქსანა კალაშნიკოვამ და შაფათავამ 6:4, 3:6, 6:2 მოუგეს გრაბჰერსა და ჰაასს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამივე წყვილთა მატჩი მოიგო.