დევისისა და ფედერაციის თასის წლევანდელი გათამაშებები გაუქმებულია
დევისისა და ფედერაციის თასის წლევანდელი გათამაშებები გაუქმებულია

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დევისის თასისა და ფედერაციის თასის გათამაშებები 2020 წელს არ გაიმართება, – წერია ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ორივე ტურნირი 2021 წლისთვის არის გადატანილი. დევისის თასი 23-29 ნოემბერს, მადრიდში გაიმართება, ხოლო ფედერაციის თასის ფინალური ტურნირი 2021 წლის 14-19 აპრილს არის დაგეგმილი ბუდაპეშტში. ორივე ტურნირის წინასწარი რაუნდებიც ასევე 2021 წელს გაიმართება. ამგვარი გადაადგილებები კალენდარში კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.

„ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. ამგვარი მასშტაბის საერთაშორისო გუნდური ტურნირის ჩატარება დიდ რისკთან არის დაკავშირებული – ის საფრთხეს შეუქმნის მონაწილეების ჯანმრთელობას“, – განაცხადა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დევიდ ჰაგერტიმ.

დატოვე კომენტარი