ფედერაციის თასს ბილი ჯინ კინგის სახელი მიენიჭა
ფედერაციის თასს ბილი ჯინ კინგის სახელი მიენიჭა

ქალთა ჩოგბურთში მთავარ გუნდურ ტურნირს ფედერაციის თასს სახელწოდება შეეცვალა – მას მიენიჭა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელის ბილი ჯინ კინგის სახელი.

„ეს რებრენდინგი – მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენს სპორტში. დევისის თასს სახელი მამაკაცის საპატივცემულოდ დაერქვა, ასე რომ, აბსოლუტურად სწორია ჩოგბურთში ქალთა მსოფლიოს თასს ქალის საპატივცემულოდ დავარქვათ. თუ გავითვალისწინებთ მის მიღწევებს ჩვენს სპორტში და მის დაუღალავ ბრძოლას მთელს მსოფლიოში თანასწორობისთვის, ვერ მოვიფიქრებთ უფრო ღირსეულ კანდადიტს, ვიდრე ეს ბილი ჯინ კინგია“, – განაცხადა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინა ადამსმა.

ბილი ჯინ კინგი „დიდი სლემის“ ტურნირების 12-გზის ჩემპიონია. მას ექვსჯერ აქვს მოგებული ფედერაციის თასი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში.

დატოვე კომენტარი