ინგლისის ქალაქ ბათში ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის შეხვედრები მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში დასარჩენად, საქართველოს ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდა და დამარცხდა.
გორგოძემ მატჩი ოზგენთან (7:6; 6:3) დათმო, ხოლო ბოლქვაძე კი ბიუკაკჩაისთან დამარცხდა (6:4; 6:1).
საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში სერბეთის, ხორვატიის და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა და მარიამ ბოლქვაძე არიან. ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.