ძიუდო | გიორგი ლოლაძე ზაგრების გრანპრის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

16:40, 14.11.2026

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, რომელთაგანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ გიორგი ლოლაძე (73კგ) განაგრძობს. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იონათან ელბაზს იუკოთი მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა.

გრანპრიზე 66 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის.

15 ნოემბერს ტურნირზე ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100) იჭიდავებენ.

მსგავსი