ფედერაციის თასის პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძე დამარცხდა
ფედერაციის თასის პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძე დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩოგბურთში, ფედერაციის თასზე პირველი შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა. ჩვენი გუნდის წევრი მარიამ ბოლქვაძე, ივანა ჯოროვიჩს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:6 1:6 დამარცხდა.

მეორე შეხვედრაში კორტზე ეკო გორგოძე იასპარეზებს, ის 112 ჩოგანს ოლგა დანილოვიჩს დაუპირისპირდება. მესამე თამაში წყვილთა თანრიგში გაიმართება და იქ ჩვენი ქვეყნის ღორსებას ეკო გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა დაიცავენ.

შეხევდრები დიდ ბრიტანეთში იმართება, სადაც ევრო- აფრიკული ზონის პირველ ლიგაში​, საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა და დღეიდან 9 თებერვლის ჩათვლით სერბეთის გარდა ხორვატიასა და თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა, მარიამ ბოლქვაძე არიან, ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.