ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

11:17, 14.11.2026

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს ოთხ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ – გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73კგ), ზაურ დვალაშვილი და გიორგი შერაზადიშვილი (ორივე 81კგ). გრანპრიზე 66 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის.

ხვალ, 15 ნოემბერს ლუკა ჯავახიშვილი (90კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი იჭიდავებენ.

მსგავსი