ფედერაციის თასზე ეკატერინე გორგოძემ ხორვატი ფეტი დაამარცხა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა
ფედერაციის თასზე ეკატერინე გორგოძემ ხორვატი ფეტი დაამარცხა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩოგბურთში, დღეს ფედერაციის თასზე შეხვედრები ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან გამართა.პირველ შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძე, ორ სეტში ანგარიშით 4:6 3:6 ანა კონუხთან დამარცხდა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში ეკატერინე გორგოძემ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 4:6 6:3 7:5 ხორვატ ფეტის მოუგო და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა (1:1). დღესვე გადამწყვეტი მესამე მატჩი გაიმართება, სადაც წყვილთა თანრიგში ერთმანეთს იურაკი-კონჯუს დუეტი და გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილი გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენი ნაკები სერბეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შეხვედრები დიდ ბრიტანეთში იმართება, სადაც ევრო-აფრიკული ზონის პირველ ლიგაში​, საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში სერბეთის, ხორვატიის და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა და მარიამ ბოლქვაძე არიან, ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.