საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.