საქართველოს პირველმა არხმა ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო
საქართველოს პირველმა არხმა ფილმის – „პატარა კახი“ გადაღება დაიწყო, – ამის შესახებ ფილმის იდეის ავტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „დღის კოდში“ განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, ერეკლე მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადაღება 2020 წლიდან, ერეკლე მეორის 300 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გადაღებების პროცესი შეაფერხა.
„გუშინ დავიწყეთ ახალი პროექტის გადაღება, რომელიც ეძღვნება ერეკლე მეფეს, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოღვაწეს. სწორედ ამ ადამიანმა განსაზღვრა მნიშვნელოვანწილად ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია და ის, რომ ახლა ევროპულ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ. იგეგმება ფილმის რამდენიმე სერიის გადაღება, პროექტი საკმაოდ რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალ წელს შევძლებთ ჩვენებას“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.