დღეს ქართველი მეფისა და მხედართმთავრის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება
დღეს ქართველი მეფისა და მხედართმთავრის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება

დღეს ქართველი მეფისა და მხედართმთავრის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.

თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გამოფენა სახელწოდებით -„მამაცთაშორის საკვირველება, პატარა კახი – მეფე ირაკლი“.

გამოფენაზე, წარმოდგენილია მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული მეფე ერეკლე II -ისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მათი პორტრეტები, სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც ერეკლე მეფის მიერ წარმოებული ბრძოლების ეპიზოდებს ასახავს. გამოფენა წლის ბოლომდე გაგრძელდება და დამთვალიერებელს მისი ნახვის შესაძლებლობა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით შეეძლება.

„გვინდოდა ეს დღე გრანდიოზულად აღგვენიშნა და ზეიმში მთელი საქართველო ჩართულიყო. დღევანდელი დღის აღნიშვნა სხვანაირად იცოდა თელავმა, დარწმუნებული ვარ, ხალხის გულში მაინც აღინიშნება. თელავის ისტორიულმა მუზეუმში კი, ერეკლე მეორის ოჯახის წევრების პორტრეტები, სიგელ-გურჯები და სხვა ნივთების გამოფენა მოვაწყეთ. პანდემიის გამო, დამთვალიერებელთა ინტენსივობა ნაკლებია, მაგრამ რეგულაციები დაცულია და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და ნახონ გამოფენა“, – განაცხადა თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.

დატოვე კომენტარი