საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს „ვოისი“ იწყება
საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს „ვოისი“ იწყება

საერთაშორისო მუსიკალური პროექტი „ვოისი“ საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს დაიწყება.

უკვე ჩაიწერა ვოისის ბრმა არჩევანის ყველა გადაცემა და ყველა მონაწილე წარდგა მწვრთნელების წინაშე. გადაცემების ჩაწერას დისტანციურად ესწრებოდნენ უნიკალური ადგილის მქონე მაყურებელები, რომლებიც ფეისბუქ-ჯგუფიდან შემოგვიერთდნენ.

შეგახსენებთ, „ვოისი“ მაყურებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – მსურველებს შეუძლიათ, პროექტის ჩაწერის პროცესს დისტანციურად დაესწრონ და მოიპოვონ საკუთარი ადგილი ეკრანზე.

მაყურებლის ჩართვა ხდება პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით. მაყურებელი დაინახავს სტუდიას, ხოლო სტუდიაში მყოფი ხალხი დაინახავს დიდ ეკრანებზე გამოტანილ მაყურებლის გამოსახულებას.

ონლაინჩაწერაზე დასასწრებად, აუცილებელია ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში (The Voice • საქართველოს მაყურებელი) გაწევრიანება, სადაც ყოველი გადაცემის ჩაწერის წინ ​გაზიარდება ბმული.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რადგან მხოლოდ 100 უნიკალური ადგილია. ვინც პირველი გადავა ბმულზე, ის მოიპოვებს ადგილს, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ, „ზუმის“ პლატფორმიდან რომელიმე მაყურებლის გასვლის შემდეგ მოიპოვონ ადგილი.

უკვე ცნობილია ოთხივე მწვრთნელის ვინაობა, ესენი არიან: სტეფანე მღებრიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე და სალომე კორკოტაშვილი.