საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე შენობა მთლიანად შემოწმებულია და სამართალდამცავების ინფორმაციით, მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა.
ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მუშაობას.
„ჩვენი ჟურნალისტები შეუდგნენ მუშაობას და 9-საათიანი „მოამბე“ გავა ეთერში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები მიმართავენ ზომებს, იდენტიფიცირებული იქნება ზარის ავტორი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.
საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ დღეს შემოვიდა.
საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე მუშაობდა.