საქართველოს პირველ არხზე ორშაბათს, 30 ნოემბერს სერიალი „სეანსი“ იწყება
საქართველოს პირველ არხზე 30 ნოემბრიდან სერიალი „სეანსი“ იწყება, რომელიც HBO-ს In Treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო პროექტს მაუწყებელი „NOVA პროდაქშენთან“ ერთად ახორციელებს.
„სეანსი“ ფსიქოლოგიური დრამაა და სერიალის ძირითადი სიუჟეტი აგებულია ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ფსიქოლოგიური დრამა „სეანსის“ გმირებს აწუხებთ.
„სეანსის“ პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება და მასზე რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა იმუშავა. სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ: რეზო ჩხიკვიშვილი, ნინო კასრაძე, ნატალია ყულოშვილი, პაატა ინაური, სალომე თოფურია, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, ია სუხიტაშვილი და მიხეილ გომიაშვილი.
„სეანსი“ გავა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 22:00 საათზე.