საქართველოს პირველ არხზე ევროვიზიის ფინალური ტურის ტრანსლაციას ელენე კალანდაძესა და გაგა აბაშიძესთან ერთად ნოდიკო ტატიშვილი გაუძღვება
საქართველოს პირველ არხზე ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის ფინალური ტურის ტრანსლაციას გადაცემა „ახალი დღის“ წამყვანებთან ელენე კალანდაძესა და გაგა აბაშიძესთან ერთად მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გაუძღვება.
ნოდიკო ტატიშვილი მას შემდეგ დაიკავებს პირდაპირ ეთერს, როდესაც გაგა აბაშიძე საქართველოს ოფიციალური ჟიურის მიერ დაწერილი ქულების პირდაპირ ეთერში გამოცხადებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის სიმღერის 2013 წლის კონკურსზე სოფო გელოვანთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი იყო. ნოდიკოსა და სოფოს შესრულებულმა სიმღერამ Waterfall ფინალურ ტურში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა. ამავე წელს საქართველომ აკრედიტებული მედიისა და პრესის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს თელ-ავივი მასპინძლობს. სამდღიან მუსიკალურ ფესტივალში 41 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს ევროფესტივალზე ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგენს.
კონკურსის ნახევარფინალური შოუების ტრანსლაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში 14 და 16 მაისს, ხოლოდ გრანდიოზული ფინალი 18 მაისს, 23:00 საათიდან დაიწყება.