საქართველოს პირველ არხზე საბავშვო ევროვიზია 2020-ის ლაივკონცერტს ელენე კალანდაძე გაუძღვება

19:14, 14.11.2020

მომღერალი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი ელენე კალანდაძე საბავშვო ევროვიზია 2020-ის ლაივკონცერტს საქართველოს პირველ არხზე გაუძღვება.

ელენე კალანდაძე საქართველოში ჩატარებული საბავშვო ევროვიზია 2017-ის წამყვანიც იყო.

2019 წელს კი, ელენე კალანდაძე ასევე უძღვებოდა ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლირებას პირველ არხზე.

2020 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი არხის საბავშვო მუსიკალური კონკურსის, „რანინას“ მესამე სეზონის გამარჯვებული სანდრა გადელია წარადგენს.

მსგავსი