საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია „მართლმსაჯულება გადასარჩენია“ იმართება
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია „მართლმსაჯულება გადასარჩენია“ იმართება

„მართლმსაჯულება გადასარჩენია“ – ამ სლოგანით საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც იურისტები მართავენ. აქციას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. აქციის მონაწილეთა, მთავარი მოთხოვნაა რომ ე.წ. კლანმა დატოვოს სასამართლო სისტემა, პარლამენტმა სრულა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და გაჯანსაღდეს სასაამართლო სისტემა.

აქციას ესწრება იურისტი კახა კოჟოროძეც. მისი თქმით, თუ სასამართლო არ გათავისუფლდება ე.წ. კლანისგან,  წინააღმდეგ დემთხვევაში საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ცვლილებას აზრი არ აქვს.

„სამოქალაქო საზოგადიების მხრიდან მთავარი მოთხოვნა არის ის, რაც ადრე იყო, „კლანი“ უნდა გადადგეს. „კლანის“ გადადგომის გარეშე არანაირი კანონპროექტით, თუნდაც  ვენეციის კომისიის ასპროცენტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდეს, არ ეშველება სასამართლო სისტემას. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენთან კანონში კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ „კლანშია“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

აქციას ესწრება ადვოკატო ზაზა ხატიაშვილიც. მისი თქმით, პარლამენტმა ე.წ. კლანს სასამართლო სისტემა 2045 წლამდე ჩაუგდო ხელში.

„დღეს ამ სამარცხვინო პარლამენტის მხრიდან ხდება მურუსიძეების სასამართლოს გაფორმება და დაკანონება. ეს არის სასამართლო სისტემის სრული მურუსიზაცია, რასაც ჩვენ ვებრძოდით რამდენიმე წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ იგი შეიცვლებოდა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო სისტემაში დაინიშნა ლევან მურუსიძე. კლანი გაძლიერდა და სასამართლო სისტემა 2045 წლამდე გადადის მთლიანად მათ ხელში“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძეც.