საქართველოს პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ რატიფიკაციას აპირებს
საქართველოს პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ რატიფიკაციას აპირებს.
საკანონმდებლო ორგანოს მთავრობამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია“ უკვე წარუდგინა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა.
„ადგილობრივ თვითმართველობათა განვითარებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივ საქმეების გადაწყვეტაში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიისთვის, ასევე ადგილიბრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის. ევროპის საბჭოს ქვეყნებმა 2009 წელის 16 ნოემბერს უტრეხტში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი მიიღეს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას ეხება. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა 2013 წელს დაიწყო, 2014 წელს პარლამენტმა „თვითმმართველობის კოდექსი“ მიიღო, რომლის ერთი თავიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას სრულად ეხებოდა, თუმცა საქართველოს ზემოაღნიშნული დამატებითი ოქმის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.