კახა კალაძე - ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, კატეგორიულად მიუღებელია გარიგებული თამაშები
კახა კალაძე - ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, კატეგორიულად მიუღებელია გარიგებული თამაშები

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას უკავშირდება „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება გარიგებულ მატჩებს, დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

„შინაარსობრივად არ ვიცი, რას უკავშირდება მათი დაკავება. თუ გარიგებულ თამაშებს ეხება, ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ქმედებები და შესაბამისად თავიანთ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. თუ სპორტსმენი ხარ და სპორტში მოღვაწეობ, ეს მიდგომები და დამოკიდებულება სპორტი არ არის და სხვა რაღაცაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არსებული ინფორმაციით, „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეები გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.