საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.