საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და  უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.