საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ინგლისი ანგარიშით 5:1 დაამარცხა
20:35, 04.04.2018
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ინგლისს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და მე-3 წუთზე 3:0-ს იგებდა. ანგარიში რონინიომ მე-2 წუთზე გახსნა, შემდეგ კი მეტოქის კარი ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რუსული „სიბირიაკის“ ლიდერმა და მატაფეიტოსათალესმა აიღო, მესამე კი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა. ინგლისელმა სხვაობა რობერტ ბეტსონის გოლით შეამცირეს და პირველი ტაიმი 3:1 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველომ ინგლისელების კარს ისევ მწვავედ შეუტია და კიდევ ერთი ბრაზილიელის, სერბეთის ჩემპიონ „ეკონომაცის“ წევრის, სიმი საიოტის დუბლით კიდევ უფრო დავწინაურდით.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 5:1 და ავთანდილ ასათიანის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მეორე ამხანაგური შეხვედრა გუნდებს შორის ხვალ, 5 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.