საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ინგლისი ანგარიშით 5:1 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ინგლისი ანგარიშით 5:1 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ინგლისს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და მე-3 წუთზე 3:0-ს იგებდა. ანგარიში რონინიომ მე-2 წუთზე გახსნა, შემდეგ კი მეტოქის კარი ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რუსული „სიბირიაკის“ ლიდერმა და მატა ფეიტოსა თალესმა აიღო, მესამე კი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა. ინგლისელმა სხვაობა რობერტ ბეტსონის გოლით შეამცირეს და პირველი ტაიმი 3:1 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველომ ინგლისელების კარს ისევ მწვავედ შეუტია და კიდევ ერთი ბრაზილიელის, სერბეთის ჩემპიონ „ეკონომაცის“ წევრის, სიმი საიოტის დუბლით კიდევ უფრო დავწინაურდით.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 5:1 და ავთანდილ ასათიანის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მეორე ამხანაგური შეხვედრა გუნდებს შორის ხვალ, 5 აპრილს, 19:00 საათზე  გაიმართება.

მატჩს ისევ ახალი ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს.