საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ტარაზიდან“ წამოვიდა, მას ყაზახურ და ამერიკულ კლუბებს სთავაზობენ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ტარაზიდან“ წამოვიდა, მას ყაზახურ და ამერიკულ კლუბებს სთავაზობენ
ყაზახეთის პრემიერიგის დასრულებული სეზონის შემდეგ ელგუჯა ლობჯანიძე კლუბს შეიცვლის – საქართველოს ნაკრებისა და ყაზახური „თარაზის“ თავდამსხმელს გადასვლას ყაზახეთის უკეთეს კლუბში და ამერიკაში სთავაზობენ – ეს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
 
„ყაზახეთში ჩემპიონატი დასრულდა და „თარაზთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა. დიდი ალბათობით, ყაზახეთში დავრჩები. დაინტერესებული გუნდი მეექვსე ადგილზე გასული „კაისარია“, რომელიც ახლა ყველაზე რეალური ვარიანტია. ყველაფერი კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლობჯანიძე.
„თარაზში“ საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა 24 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ყაზახური ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში მოხვდა. მან სხვა დაინტერესებული კლუბების სახელებიც დაასახელა.
„დასამალი არაა, რომ ამერიკაში თამაშიც შემომთავაზეს – დაინტერესებულთა შორის დამისახელეს „ჩიკაგო“ (სადაც კარიერა შვაინშტაიგერმა დაასრულა), „პორტლენდი“, „ორლანდო“ და „ფილადელფია“. მაგრამ ეს ჯერ ლაპარაკის დონეზეა, ყაზახეთში კი უფრო რეალურ ვარიანტს მთავაზობენ“ – აცხადებს ლობჯანიძე.