ელგუჯა ლობჯანიძე უზბეკეთში ითამაშებს - „ყიზილყუმმა“ ქართველ თავდამსხმელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ელგუჯა ლობჯანიძე უზბეკეთში ითამაშებს - „ყიზილყუმმა“ ქართველ თავდამსხმელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას უზბეკეთის სუპერლიგის კლუბ „ყიზილყუმში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„„ყიზილყუმი“ მომავალი სეზონისთვის ემზადება და მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ახალი სეზონიდან გუნდში ქართველი თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ითამაშებს – მას ყაზახეთის ჩემპიონატში, ევროპის ლიგასა და კონფერენს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოგესალმებით, ელგუჯა, და წარმატებებს გისურვებთ ჩვენს კლუბში“, – წერს უზბეკური კლუბის პრესსამსახური.

31 წლის ლობჯანიძემ კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, მას შემდეგ ბევრ კლუბში ითამაშა – ქობულეთის „შუქურაში“, ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, „ორენბურგში“ (რუსეთი), „თარაზში“, „კაისარში“, „ტობოლსა“ და „ყიზილ-ჟარში“ (ყველა – ყაზახეთი), 2023 წელს კი ჩინეთში წავიდა, სადაც ჯერ „მეიზუში“ ჩაირცხა, ბოლოს კი „ილუნჯიან სიტიში“ გამოდიოდა.

ელგუჯა ლობჯანიძეს 2017-2021 წლებში საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმითაც 11 მატჩი ჩაატარა. ის მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება, ვინც „ყიზილყუმში“ ითამაშებს – გასული სეზონიდან უზბეკური კლუბის ღირსებას გიორგი კუხიანიძე და აკაკი შულაია იცავენ.