კიდევ ერთი ქართველი უნგრეთში - ელგუჯა ლობჯანიძეს „დებრეცენში“ იწვევენ #1TVSPORT
კიდევ ერთი ქართველი უნგრეთში - ელგუჯა ლობჯანიძეს „დებრეცენში“ იწვევენ #1TVSPORT

ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც ბოლოს ყაზახურ კლუბ „ყიზილჟარაში“ თამაშობდა, შესაძლოა, კარიერა უნგრეთის ჩემპიონატში განაგრძოს, – ინფორმაციას უნგრული გამოცემა csakfoci ავრცელებს.

ყიზილჟარისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელით, ელგუჯა ლობჯანიძითდებრეცენია” დაინტერესებული. 30 წლის ფორვარდმა ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა – 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

„„დებრეცენის” მთავარი მწვრთნელი სრჟან ბლაგოევიჩი კარგად იცნობს ფეხბურთელს, რადგანაც ადრე ისიც ყაზახეთში მუშაობდა. ლობჯანიძესყიზილჟართან“ კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა, თავისუფალი აგენტი გახდა და ამიტომ „დებრეცენს” მასთან კონტრაქტის გაფორმება თავისუფლად შეუძლია“, – წერს უნგრული გამოცემა.

8 იანვარს „დებრეცენი” შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება, სადაც 20 იანვრამდე მოემზადება. გუნდი შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უნგრეთში ილია ბერიაშვილი გადავიდა – „თელავის“ ყოფილი კაპიტანი კარიერას „მეზოკოვეშდში“ განაგრძობს.