ლობჯანიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა და ყაზახეთში ითამაშებს #1TVSPORT
ლობჯანიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა და ყაზახეთში ითამაშებს #1TVSPORT

„ევროთასების ყაზახეთის მონაწილემ ქართველ „იბრაჰიმოვიჩზე“ გადაწყვეტილება მიიღო“, – გუჯა ლობჯანიძეზე, რომელმაც ბათუმის „დინამო“ დატოვა, ინფორმაციას ყაზახური გამოცემა „ვესტი“ ავრცელებს.

29 წლის ქართველი თავდამსხმელი კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის „კიზილ ჯარაში“ გააგრძელებს, რომელიც ევროტურნირებამდე გაძლიერდა.

„ქართველი თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე „კიზილ-ჯარაში“ გადასვლას დათანხმდა. ეს ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალი ალიევმა „ვესტის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში დაადასტურა. კონფერენს-ლიგის მონაწილე გუნდს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება დასჭირდა და ლობჯანიძის გაფორმების ვარიანტი აირჩია. ფორვარდს აქვს როგორც ყაზახეთში, ასევე საქართველოს ნაკრებში საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება“, – წერს გამოცემა.

ლობჯანიძემ კარიერა საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო. 29 წლის თავდამსხმელს ასევე უთამაშია „ორენბურგსა“ და ქობულეთის „შუქურაში“. 2019 წლიდან ყაზახეთში – „ტარაზში“, „კაისარსა“ და „ტობოლში“ თამაშობდა. 2022 წლის დასაწყისში ლობჯანიძემ ბათუმის „დინამოში“ დაიწყო და საქართველოს ჩემპიონატის 11 მატჩში ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

კიზილ ჯარა“ კონფერენს-ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც 21 და 28 ივლისს ხორვატულ „ოსიეკას“ დაუპირისპირდება.