ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონ გუნდში თამაში აღარ ისურვა - ქართველი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT
ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონ გუნდში თამაში აღარ ისურვა - ქართველი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT

კოსტანაისტობოლი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა გუჯა ლობჯანიძემ ,- ინფრომაციას KazFootball.kz ავრცელებს.

„31 დეკემბერს „ტობოლის“ სამ მოთამაშეს კონტრაქტი დაუსრულდა: 28 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველ ტონი სილვას, 30 წლის ფრანგ ნახევარმცველ ჯერემი მანზოროსა და 29 წლის ქართველ თავდამსხმელ გუჯა ლობჯანიძეს. სამივემ გადაწყვიტა, კლუბთან კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა. ამრიგად, ეს მოთამაშეები ახლა თავისუფალი აგენტები არიან“, – წერს ყაზახური გამოცემა.

გუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის უკვე მესამე კლუბი დატოვა. წინა წლებში ის თამაშობდა „ტარაზში“ და „კაისარში“, ხოლო კოსტანაისტობოლში“ 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა და 22 მატჩი ჩაატარა (4 გოლი, 4 საგოლე პასი). ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt ქართველი თავდამსხმელის ღირებულებას 500 ათას ევროდ აფასებს.

ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრების ფორვარდს ბულგარული კლუბები იწვევდნენ.