ქართველი მენეჯერი ლობჯანიძის ტრანსფერის შესახებ - „დებრეცენის“ დირექტორმა ინტერესი არ დაადასტურა #1TVSPORT
ქართველი მენეჯერი ლობჯანიძის ტრანსფერის შესახებ - „დებრეცენის“ დირექტორმა ინტერესი არ დაადასტურა #1TVSPORT

ლაშა ოდილაძემ, რომელიც წლებია, უნგრეთში საქმიანობს და ამ ქვეყნის საფეხბურთო კლუბებთან საქმიანი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ელგუჯა ლობჯანიძისდებრეცენში“ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უნგრული კლუბის დირექტორმა არ დაადასტურა.

გამოცემა „სპორტ“-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველ თავდამსხმელს, რომელიც ყაზახურ კლუბ „ყიზილჟარში“ თამაშობდა, უნგრული „დებრეცენი“ იწვევს.

„შესაძლოა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, რადგან „დებრეცენის“ დირექტორს ვესაუბრე და მან ეს ამბავი არ დაადასტურა. მიჭირს ამ თემაზე 100-პროცენტიანი სიზუსტით საუბარი, რადგან ლობჯანიძის ტრანსფერზე მოლაპარაკებასთან შეხება არ მქონია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

კიზილჟარისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიმართ „დებრეცენის“ დაინტერესების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, ხოლო „დებრეცენის“ მთავარი მწვრთნელი სრჟან ბლაგოევიჩი ქართველ თავდამსხმელს კარგად იცნობს.

ლობჯანიძესყიზილჟართან“ კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. 30 წლის თავდამსხმელმა ყაზახეთში კარგი სეზონი ჩაატარა და პრემიერლიგის 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა.