საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფება, სადაც ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გამოსასვლელად ემზადება.
ტურნირში მონაწილე გუნდები ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან სერბეთისა და ბულგარეთის ნაკრებები.
საქართველოს გუნდი 7 თებერვალს სერბეთს შეხვდება, 8 თებერვალს – ბულგარეთს. პლეი ოფში ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მოხვდება.
ცნობილია, რომ A ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში D ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება. D ჯგუფში ავსტრია, პოლონეთი, თურქეთი და ლატვია თამაშობენ.
ტურნირის დაწყებამდე, ქართულ გუნდს საზეიმო მიღება მოუწყო ტალინის მერმა ტავი აასმა.
ცერემონიას საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ესწრებოდა: ჩოგბურთელები – ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, მარიამ ბოლქვაძე და ოქსანა კალაშნიკოვა, ნაკრების კაპიტანი – მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი.