საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასისთვის ემზადება

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფება, სადაც ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში გამოსასვლელად ემზადება.

ტურნირში მონაწილე გუნდები ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან სერბეთისა და ბულგარეთის ნაკრებები.

საქართველოს გუნდი 7 თებერვალს სერბეთს შეხვდება, 8 თებერვალს – ბულგარეთს. პლეი ოფში ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მოხვდება.

ცნობილია, რომ A ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში D ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება. D ჯგუფში ავსტრია, პოლონეთი, თურქეთი და ლატვია თამაშობენ.

ტურნირის დაწყებამდე, ქართულ გუნდს საზეიმო მიღება მოუწყო ტალინის მერმა ტავი აასმა.

ცერემონიას საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ესწრებოდა: ჩოგბურთელები – ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, მარიამ ბოლქვაძე და ოქსანა კალაშნიკოვა, ნაკრების კაპიტანი – მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი.