საქართველოს მთავრობისა და „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის თანამშრომლობით, სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება
საქართველოს მთავრობისა და „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ დაემატა გრაფა – „ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები“, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.
„ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, – ვკითხულობთ „ფეისბუქზე“.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.