საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან ერთად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან ერთად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან ერთად ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.

დღეიდან, სააგენტოს ოფისში ქართულ კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია მიიტანონ, რომელსაც სააგენტო ეტაპობრივად დაურიგებს, როგორც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ასევე გააგზავნის უკრაინაში.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკუთარი პროდუქცია სააგენტოს უკვე მიაწოდა 20-ზე მეტმა კომპანიამ, თუმცა როგორც ხიდურელი განმარტავს, სააგენტო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ კომპანიებთან და მათი უმრავლესობა მზად არის დახმარებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქციას, საუბარია, როგორც საკვებსა და სასმელზე, ასევე ტანსაცმელზე, არამალფუჭებად პროდუქტებზე, ყოველდღიური მოხმარების და ჰიგიენურ საშუალებებზე.