საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა, შესაბამისი რეაგირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე.

„აღნიშნულს ადასტურებს გამოძიების დაწყების, დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის, გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდა და ორდერების დარღვევის მაჩვენებლის შემცირება. კერძოდ, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 10 266 შემაკავებელი ორდერი, (2018 წელს − 7646 შემაკავებელი ორდერი), ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 6186 ფაქტზე (2018 წელს − 5621). 2020 წლის პირველ კვარტალში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა – 2 714 შემაკავებელი ორდერი (2019 წლის ანალოგიური პერიოდში − 2727 შემაკავებელი ორდერი), ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 1 551 ფაქტზე (2019 წლის ანალოგიურ პერიოდში − 1825)“, – ნათქვამია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი