საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.
ევროპის დღეების ფარგლებში დღეს 6 მაისს ესპანური დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ.
მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა – „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს.
ევროპული დღეების ფარგლებში 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის, გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გუსტავ ლეონჰარდთან ერთად მოსულ სტუმრებს „მასტერშეფის“ გამარჯვებული რუსო დაუშვილი უმასპინძლებს, რომელიც მსურველებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება.
შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის, „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.