საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით კი გიორგი კვირიკაშვილი და ვოლოდიმირ გროისმანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ გროისმანი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში, ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.

ხვალ კი უკრაინელი სტუმარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში – High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability.
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.