აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლეს
აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები ესროლეს.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად მცირე დაპირისპირება ხდება.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

საპროტესტო აქცია, მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.